ჩვენ ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ კრიმინოგენულ ვითარებაზე, დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ყოველივე არ წარმოადგენს სიმართლეს და სპეკულაციის ნაწილია. თქვენი ინფორმაციისათვის და იმისთვის, რომ შევადაროთ სტატისტიკური მონაცემები, ავიღოთ 2006-2009 წლის შედეგები. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემები და შევადაროთ წინა წლების იმავე პერიოდს, დანაშაულის და კრიმინალური საქმეების რაოდენობა ოცი, ოცდახუთი და ოცდაათი პროცენტით მეტიც იყო, ახლანდელ პერიოდთან შედარებით. ეს ფაქტი არავინ იცოდა, არ საუბრობდა და არ შუქდებოდა მედიით. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით დანაშაულმა მცირედ მოიმატა, განსაკუთრებით ქურდობებმა და მსგავსმა წვრილმანმა დანაშაულებმა. თუმცა არსებობდა ბევრი ფაქტორი და მიზეზი, რითაც შეიძლება ამის ახსნა. უპირველეს ყოვლისა, პოლიცია და შ.ს.ს უკიდურესად პოლიტიზირებული იყო საარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიციის უმთავრეს საზრუნავი არჩევნები იყო. თითოეული პოლიციის თანამშრომელი იმაზე მუშაობდა,. თუ როგორ მოეპოვებინა ხმები. რადგან სწორედ ეს ჰქონდათ დავალებული წინა მთავრობის და ყოფილი შ.ს.ს მინისტრისგან.
მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო პარალიზებული და დემორალიზებული. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში, პოლიციეს თანამშრომლებმა არ იცოდენ რა ეკეთებინათ და არ ღებულობდნენ ინსტრუქციებს. ნოემბრიდან და დეკემბრიდან დაწყებული, ჩვენ განვახორციელეთ სისტემური ცვლილებები, რეორგანიზაცია და ახალი თანამშრომლები მივიღეთ. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა გარკვეული პერიოდი, რათა მუშაობა ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. ჩვენ ოთხი ახალი დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით 3-4 თვე. სწორედ ამიტომ იანვრიდან, დანაშაულის რაოდენობამ კლება დაიწყო. მე სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა და დაახლოებით თერთმეტიათასი გათავისუფლებული პატიმრისა სიტუაცია კვლავაც კონტროლის ქვეშაა.
საზღვრის დემარკაციის პროცესი ეხლაც მიმდინარეობს, ის წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობეთ ქვეყანაშიარსებულ ყველა საელჩოს და ევროკავშირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორშაბათს ვგეგმავთ პრეზენტაციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ კონკრეტულად რა ადგილებში მიმდინარეობს დემარკაციის პროცესი.
მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და იმ არქივზე რაც დაგვხვდა სამინისტროში, სამარცხვინო ფაქტია. რა თქმა უნდა მე აქ არ ვარ იმისთვის რომ ვაკრიტიკო წინა მთავრობა, თუმცა ეს არქივი წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს, იმისა თუ როგორ მუშაობდა წინა მთავრობა,რა მეთოდებს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ; არამხოლოდ ოპოზიციის არამედ საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო ფაქტია, რის გამოც ჩვენ ვგეგმავთ არქივის განადგურებას მომდევნო კვირაში. ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ არქივი უნდა განადგურდეს. ჩვენ ამნისტიას ვთავაზობთ ყველას ვისაც გააჩნია ამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში ჩაგვაბარონ ჩანაწერები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მიხედვით. მე წარმოვადგენ იმ მთავრობას, რომელმაც ჩემი პირველი მოადგილე დააპატიმრა, იმიტომ რომ მან დაარღვია კანონი, სწორედ ასე მუშაობს ჩემი მთავრობა.
მინდა იცოდეთ, რომ ყოველ წელს შ.ს სამინისტროდან სამიათასხუთასამდე თანამშრომელს ითხოვდნენ სამსახურიდან და არავის აქამდე ეს საკითხი არ განუხილავს. მათ ეს საკითხი წამოსწიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ახალი მთავრობა. ახლა აცხადებენ, რომ მე სამსახურიდან დავითხოვე “კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის”; თანამშრომლები. დიახ, მე ეს გავაკეთე! ისინი არ იყვნენ ნამდვილი პოლიციელები და არ იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მე ისინი გავათავისუფლე იმიტომ, რომ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს იყო პოლიტიკური რეპრესიის მანქანა და სწორედ ამიტომ გავაუქმე. ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ეს არის დემოკრატია რისკენაც ახალი მთავრობა ისწრაფვის. მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს მიაჩნია, რომ შეუძლიათ ისაუბრონ ნებისმიერ თემაზე. როდესაც კანონდარღვევისთვის დავაპატიმრე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერმინისტრი, თუ გაირკვევა, რომ მან კანონი დაარღვია?! ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დააპატიმრებენ თუ არა მას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ აგვირჩია რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. 2011 წლის 26 მაისს ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?! ხალხი გვთხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ გარდაცვლილი ადამიანების მშობლები, ქუჩაში არიან გამოსულები და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურის წინ რიგში დგანან. მათ ასევე შეხვედრა უნდათ ჩემთან და მე რა პასუხი შემიძლია მათ გავცე?! -რომ მე ვერ დავაპატიმრებ ყოფილ პრეიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს და ვერ აღვადგენ სამართლიანობას, იმიტომ რომ ეს ყოველივე პოლიტიკური საკითხია და სენსიტიური თემაა?!.. ეს სამარცხვინო ფაქტია, ჩვენ გვაქვს ქვეყანა სადაც კანონის უზენაესობას პატივს უნდა სცემდნენ. ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ქუჩებში. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი?!.. ჩვენ გვაქვს არქივი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ გადაღებული, რომელიც ათასობით უკანონო ვიდეო და აუდიო მასალას შეიცავს. ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სრულიად ნორმალური, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ჩვენ ამას პირადი ინტერესის გამო არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, იმისათვის რომ ვასწავლოთ ხალხს კანონის პატივისცემა.
წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარღვევ კანონს, დრო გაივლის და ოთხი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ, როდესაც შესაძლოა ეს მთავრობა აღარ იყოს და ახალმა მთავრობამ აღმოაჩინოს ჩემი დანაშაული. მე მაქვს თქვენთან კითხვა, -უნდა დამკითხონ და დამაპატიმრონ, თუ არა? იმ შემთხვევაში თუ ვიღებდი ქრთამს და ვიყენებდი ვინმეს უძრავ ქონებას, მისი ნებართვის გარეშე და თუ მედება ბრალი ვინმეს მკვლელობაში, უნდა დავისაჯო თუ არა? შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, არ უნდა იყოს იმუნიტეტი, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე და კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს. სწორედ ასე გვესახება დემოკრატია. არავინ იქნება პრივილეგირებული ამ ქვეყანაში და ესაა სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ.