გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო  USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვას. გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას.  

„ენერგეტიკის სექტორისათვის კიბერუსაფრთხოების მმართველობითი მოდელის დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სემეკში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების პროგრამების დანერგვისა და გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით, სემეკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. მისასალმებელია USAID-ის აქტიური ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კიბერუსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა. 

USAID-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უფროსმა, გიორგი პირველმა, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.