ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დიდუბის რაიონში

ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დიდუბის რაიონში

დიდუბის რაიონში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას მოძველებული და ამორტიზებული ლიფტების არსებობა წარმოადგენს.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, დიდუბის რაიონის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასიათასობით ლარს გამოყოფს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, სამი თვის განმავლობაში, ლიფტის რეაბილიტაცია ცხრა ამხანაგობას დაუფინანსა, რისთვისაც 281 740 ლარი გამოიყო.

ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.

გარდა ამისა, გამგეობა 22 ამხანაგობაში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას გეგმავს და სამუშაოებისთვის 1 231 200 ლარს გამოყოფს.

2016 წლიდან დღემდე, დიდუბის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ლიფტი 214 ამხანაგობაში აღადგინა. რეაბილიტაციის შემდგომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.