ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჰენრი პატერსონი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 92 წლის იყო. მწერალი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, თუმცა მისი სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
1959-2017 წლებში ჰენრი პატერსონმა 85 რომანი დაწერა, ყველაზე ცნობილია „არწივი დაეშვა“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ სერ უინსტონ ჩერჩილის გატაცების გეგმის შესახებ მოგვითხრობს. პატერსონმა რომანის გამოცემისას ფსევდონიმი „ჯეკ ჰიგისი“ ისარგებლა.
1976 წელს გამოსულ რომანის ეკრანიზაციაში რობერტ დიუვალნა, დონალდ საზერლენდმა და სერ მაიკლ კეინმა ითამაშეს.