წერეთლის გამზირის N87-ში მოსასვენებელი სივრცე ახლდება

წერეთლის გამზირის N87-ში მოსასვენებელი სივრცე ახლდება

დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N87-ის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი. ასევე, განახლდება საბავშვო სივრცე, დამონტაჟდება ატრაქციონები და მოეწყობა განათების სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილე ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო. სივრცის მოწყობის პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვისი 55“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.