დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში მყოფ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრები გადასცა. დედაქალაქის მერიის ინიციატივით, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურებით, მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურით.
დიდუბის რაიონის გამგებელმა აღნიშნული სერვისით სარგებლობის მსურველ პატარებს სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ამ მძიმე დროს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომისთვის. კომპანიებმა “THE NORTH FACE” და “XTREME” უკრაინელი ბავშვებისთვის საჩუქრები გამოგვიგზავნეს, რომელიც ჩვენ ბავშვებს გადავეცით. ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია ასეთი თანადგომა“,- განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.