დიდუბის რაიონის გამგეობა, დისევის ქუჩის N5-ში მდებარე საცხოვრებელ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
შენობაში დაზიანებული იყო კიბეები, მოაჯირები, ასევე, შენობის სადარბაზოს ფილები. გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავდაპირველად, დაზიანებების დემონტაჟი მოახდინა, ახლა ფილების დაგების პროცესი მიმდინარეობს.
პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 028 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ტიპის სამუშაოები სამტრედიის ქუჩის მეოთხე კორპუსისა და მაიაკოვსკის ქუჩის N4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში უკვე განხორციელდა.