დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 კორპუსის ორივე სადარბაზოში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სატურნი“ ლიფტის დაზიანებული ელემენტები ახლით შეცვალა. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 34 649 ლარით დააფინანსა.
გარდა ამისა, დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ამორტიზებული ლიფტის პრობლემა ექვს ამხანაგობას გადაუწყვიტა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 500 ლარი გამოიყო.