ხმაურია ბალდის მამათა მონასტერში, სადაც ერთმანეთს განკვეთილი ბერები და საპატრიარქოს ჩოხოსნები დაუპირისპირდნენ. დღეს ბალდის მონასტერში მოსალოცად მისულ მრევლს ეკლესიის კარები დაკეტილი დახვდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
მონასტერში მყოფი განკვეთილი ბერების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგება 2008 წლის ომთან დაკავშირებით რის გამოც ეკლესიის კარები ჩაკეტეს. თავის მხრივ ჩოხოსნები და მრევლი პერიოდულად მოუწოდებდა მათ ეკლესიის კარი გაეღოთ, თუმცა უშედეგოდ. ურთიერთდაპირისპირების მიუხედავად, კარის გაღება მრევლმა მაინც მოახერხა. ადგილზე არიან განკვეთილი ბერები და ჩოხოსნები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.