ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადონ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადონ.

„უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა ხალხის გადასარჩენად, ნუთუ ბევრს ვითხოვთ? ჰუმანიტარული, არასაფრენი ზონა, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ჩვენი თავისუფალი ქალაქების დატერორება. თუ ეს ძალიან ბევრია, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. ძლიერი ავიაცია გწირდება ჩვენი ხალხის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მიწის დასაცავად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესის წევრების წინაშე ვიდეომიმართვისას.