რუსეთის საგარეო უწყება: ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ეს არის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე

რუსეთის საგარეო უწყება: ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ეს არის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სანქციების თანახმად, ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე.

მათივე ინფორმაციით, სანქციები ასევე ეხება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.

ამასთან, როგორც BBC-ი იუწყება, სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენებიც დაზარალდებიან.