დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგება გრძელდება

დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება მესამე კვარტლის მე-13 კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოები 1030 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

პროექტის მიხედვით, ასფალტის მოწესრიგებასთან ერთად მოეწყო 100 გრძივი მეტრი  ბორდიური. ამასთან, დიდუბის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტალში ასფალტის მოწესრიგებას დამატებით ორ მისამართზე, მეორე და მეთორმეტე კორპუსებთან აწარმოებს, ხოლო სამ მისამართზე უკვე დაასრულა.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-13 კორპუსთან მიმდინარე სამუშაოებისთვის 51 000 ლარი გამოიყოფა.