დმიტრო კულება: რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ხანძარი უკვე გაჩნდა, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება

დმიტრო კულება: რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ხანძარი უკვე გაჩნდა, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება

უკრაინაში, ზაპოროჟიეში მდებარე ევროპის უდიდეს ელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian, ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობების მუდმივი დაბომბვების შედეგად, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური იწვის", - განაცხადა დმიტრო ორლოვმა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში" ეხმაურება.

,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!", - წერს კულება.