უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მისი და ფრაქცია“ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: გზად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე, უკვე ვერტმფრენში.

დავით არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებები კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მისი თქმით, უკრაინული მხარე რუსეთისგან სულ მცირე ჰუმანიტარული კორიდორების გახსნას მოითხოვს. „ვიწყებთ ორ საათში. პროგრამა მინიმუმი- ჰუმანიტარული დერეფნებია. შემდეგ - ვითარებიდან გამომდინარე,“- განაცხადა არახამიამ.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დრო და ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსში, ბრესტის ოლქში გაიმართება.