ოპოზიციაში შეინიშნება მცდელობები, რომ საქართველო ავანტიურაში აღმოჩნდეს ჩათრეული, რადგან ხვდებიან, რომ ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის საფუძვლის მორყევის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება საქართველო გადაჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას“ განაცხადა.
„საქართველოს წინაშე შეიძლება რეალურად განხორციელდეს რისკები, თუკი, ჩვენ გადაწყვეტილებებს უპასუხისმგებლოდ და მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობილ მივიღებთ. საუბედუროდ, ჩვენი უპასუხისმგებლოდ მოქცევის მსურველი შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ოპოზიციაში შეინიშნება მცდელობები, რომ საქართველო ავანტიურაში ჩათრეული აღმოჩნდეს. ოპოზიციაში ამის მსურველი არსებობს, რადგან ხვდებიან, რომ ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის საფუძვლის მორყევის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება საქართველო გადაჰყვეს. ამ შემთხვევაში ფრთხილი და პრაგმატული გადაწყვეტილებებით ჩვენ შეგვიძლია სრულიად სხვა მართვაში და კალაპოტში ვამყოფოთ ეს რისკები, რომელიც ზოგადად შეიძლება იყოს და არ ვაქციოთ ეს კონკრეტულად განხორციელებულ მავნე რეზულტატებად“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.