მიხეილ სააკაშვილი:  დავით არახამია გაგრიდან დევნილია, მამამისი ბატალიონ „გაგრას“ მეთაური იყო, ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, „ახალ ძალთა მოძრაობაში

მიხეილ სააკაშვილი: დავით არახამია გაგრიდან დევნილია, მამამისი ბატალიონ „გაგრას“ მეთაური იყო, ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, „ახალ ძალთა მოძრაობაში"

ვამაყობ, რომ უკრაინაში დავით არახამიას პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, „ახალ ძალთა მოძრაობაში“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ „გაგრას" მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში".

ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი.

ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში“, - წერს სააკაშვილი