უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის მსხვერპლთა პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის მსხვერპლთა პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

შემთხვევისას, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მაშველებმა და მოხალისეებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს.

„ნანგრევებისგან გასაწმენდად, სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანად განადგურდა კიბეები და დერეფნები შენობის ყველა სართულზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.