ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ რელევანტური არ არის მოლდოვის და საქართველოს მიმართ

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ რელევანტური არ არის მოლდოვის და საქართველოს მიმართ

ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტური არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, არასწორი ინფორმაციების გამო, „ემოციური აჟიოტაჟია“ შექმნილი. მისი თქმით, უკრაინას ომის გამო შესთავაზეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის დაჩქარებული წესით განხილვა.

„არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით, უკრაინას შესთავაზეს, დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა. აქ უკრაინის გაწევრიანებაზეც კი არ არის საუბარი. ეს არის რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები. ასეც და ისეც, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეხება საქართველოს, მოლდოვას, ყველა ქვეყანას თანაბრად. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ასეთ დოკუმენტს ევროკავშირში, 2024 წელს შევიტანთ. 2024 წლისთვის, ჩვენ გვექნება ვალდებულებების სერიოზული ნაწილი შესრულებული, რის შემდეგაც უკვე რაციონალური საფუძველი იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანას. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტური არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და საქართველოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.