უკრაინის დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:40 საათზე რამდენიმე მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს დღეს კიევში ყველაზე ძლიერი აფეთქებაა. ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო.