Washington Post-ის ინფორმაციით, ბელარუსმა, რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები შესაძლოა, დღეს გაგზავნოს

Washington Post-ის ინფორმაციით, ბელარუსმა, რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები შესაძლოა, დღეს გაგზავნოს

ბელარუსი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას შეუერთდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, დღეს გადადგას.

„აშკარაა, რომ მინსკი ახლა კრემლის გაგრძელებაა“, - განაცხადა წყარომ The Washington Post-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ბელარუსმა რუსულ ჯარებს მის ტერიტორიაზე თავმოყრის და უკრაინაში ბელარუსიდან შეჭრის ნება დართო.