რა იწვევს ვარიკოზს?

რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზული დაავადება ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომლის დროსაც ვენის კედელი გადაგვარებულია. ამ დროს ვენის კედელი ეშვება,განიერდება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ვენების ვარიკოზული გაგანიერება შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებით ან  რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ორსულობა ან სიმსუქნე იწვევს ვენური დაავადების განვითარების ინიცირებას. ვარიკოზი შესაძლოა გამოწვეული იყოს ისეთი პროფესიებითაც, რომლებიც ფეხზე დიდხანს დგომას  მოითხოვს.

რა სიმპტომები აქვს ვარიკოზს?

ვარიკოზის დროს ადამიანი გრძნობს სიმძიმესა და წვას კიდურებში, ფეხები ადვილად ეღლება და დიდხანს ფეხზე დგომის შემდეგ ოდნავ უშუპდება კიდეც.  მას ასევე ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება სათანადოდ, შედეგად კი ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. დროთა განმავლობაში კი  ქვემო კიდურებზე ჩნდება სხვადასხვა ხარისხით გაგანიერებული ვენები. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  Infomedical-ის  ვებგვერდს.

სად შევიძინოთ ვარიკოზის მოვლის საშუალებები?

ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”.  მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქტი  სამედიცინო ჯგუფის 12 საფირმო მაღაზიაში შეუძლია,შეიძინოს.  თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის  ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდებს.სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა” არის SIGVARIS-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი  საქართველოში. ვარიკოზის მოვლის საშუალებები აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. პროდუქტის შესაკვეთად და კონსულტაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:032 218 25 38