ბრიტანული BP რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსულ სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ში არსებულ 19.75%-იან წილს გაყიდის - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის თანახმად, BP რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვლის შეჭრის შემდგომ, მთავრობის ზეწოლის ქვეშ იყო, რათა გაეყიდა მისი რუსული აქტივები. BP-ის გენერალური დირექტორი ბერნარდ ლუნი ასევე დატოვებს Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს.
ბოლო ხუთ დღეში Rosneft-ის ერთი აქციის ღირებულება 44%-ით შემცირდა.