ირაკლი გოგავა: პუტინს უნდა ნეიტრალური, უბლოკო ქვეყნების სარტყელი შექმნას თავისი ქვეყნის გარშემო

ირაკლი გოგავა: პუტინს უნდა ნეიტრალური, უბლოკო ქვეყნების სარტყელი შექმნას თავისი ქვეყნის გარშემო

პუტინს უნდა ნეიტრალური, უბლოკო ქვეყნების სარტყელი შექმნას თავისი ქვეყნის გარშემო, რათა მოსალოდნელი ხიფათი აირიდოს. მეორე, უნდა თავისი მომხრე ხელისუფლებები დააინსტალიროს მეზობელ ქვეყნებში, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ირაკლი გოგავამ „იმედი კვირა“-ში განაცხადა.

„საკმაოდ სერიოზული სანქციებია. რუსეთი მიიღებს ზიანს, მაგრამ ეს არ არის მომაკვდინებელი სანქციები რუსეთისთვის. 2 საკითხია რომელიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ეს არის SWIFT-სგან გათიშვა და მეორე, ნავთობის ფასები თუ 20 დოლარს ქვემოთ დაეცემა“, - განაცხადა გოგავამ.

trampi მერე??
ტყუიიის ?/
მეზობლის ფანჯრებიდან თოფები რომ გიმიზნონ მოგეწონებააათ ??
3 წლის უკან