ამირან გამყრელიძე: მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითშეგნებაა

ამირან გამყრელიძე: მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითშეგნებაა

მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითშეგნებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენ, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 80%-ის ზემოთ და „ბუსტერი“ 60%-მდე რომ გვქონდეს, დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ პირბადის ტარებაც მოიხსნას. გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. მაგრამ, დღეს ერთადერთი დამცველი საშუალება არის პირბადე და აცრა. ყველაფერი მაინც ჩვენს თვითშეგნებაზეა დამყარებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.