მაიაკოვსკის ქუჩაზე დაზიანებული კიბეების აღდგენა მიმდინარეობს

 მაიაკოვსკის ქუჩაზე დაზიანებული კიბეების აღდგენა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა მაიკოვსკის ქუჩის N4-ში, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. 

კიბის დაზიანებული ელემენტების დემონტაჟის  დასრულების შემდეგ, ამ ეტაპზე, ეწყობა ახალი ფილები, ასევე, იცვლება არსებული ლითონის მოაჯირი. ამასთან, იგეგმება სადარბაზოს ახალი კარის მონტაჟი. 

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 546 ლარია გამოყოფილი. 

მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს  დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დიდუბის რაიონის გამგეობა ანალოგიური ტიპის სამუშაოების ჩატარებას, დამატებით, ხუთ ამხანაგობაში უახლოეს პერიოდში  გეგმავს. 

დაზიანებული კიბეებისა და ჭიშკრის აღდგენა დისევის ქუჩის N5-ში, სამტრედიის ქუჩის N4-ში, ასევე, ყიფიანის ქუჩის N12-ში, ქუთაისის ქუჩის N15-სა და ფიფიების ქუჩის N15-ში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.