დიღმის მასივში ასფალტის საფარის მოწესრიგება გრძელდება

დიღმის მასივში ასფალტის საფარის მოწესრიგება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტალში, მერვე კორპუსის მიმდებარედ ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.

600 კვ.მ ფართობზე, თავდაპირველად, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, მოეწყო ახალი ბორდიური და ამის შემდგომ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 000 ლარი გამოიყო. 

ანალოგიური სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსების მიმდებარედაც დასრულდა. ამ ეტაპზე ასფალტის მოწესრიგება დიღმის მასივის მესამე კვარტალში ორ მისამართზე, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-7 კორპუსისა და 24 ა და ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.