აგლაძის ქუჩის N26-ში შეხვედრა გაიმართა

აგლაძის ქუჩის N26-ში შეხვედრა გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგებლის ვლადიმერ ძნელაძისა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის გივი ჩხარტიშვილის ინიციატივით, აგლაძის ქუჩის N26-ში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებთან“  შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს  მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო პრობლემები  ექმნებათ.  დაზიანებული წყალარინების ქსელის გამო  მათ სარდაფები  ეტბორებათ. დაზიანებული ქსელი ამხანაგობის ტერიტორიის გარეთაა და სცილდება გამგეობის კომპეტენციას, ამიტომ მისი აღდგენა კომპანია „ჯივიპის“ ვალდებულებაა. 

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფუერის“  წარმომადგენლები შეისწავლიან არსებულ პრობლემას და გამგეობის ჩართულობით დაისახება სამოქმედო გეგმა.

დიდუბის რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები უმოკლეს დროში გადაიჭრას.