დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი დიღმის მასივის მესამე კვარტალში მოწესრიგდა.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსების მიმდებარედ ასფალტი 1570 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიური.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 600 ლარით დაფინანსდა. ამასთან, ასფალტის მოწესრიგება დიღმის მასივის მე-5 კვარტალში ორ მისამართზე და მიქელაძის ქუჩის N2-ში მიმდინარეობს.