რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მსოფლიო პრესის მთავარი განხილვის თემაა. ყველა ცნობილი საინფორმაციო პორტალი თუ გაზეთი ინფორმაციას სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე წერს.
For.ge გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს. თითქმის ყველა გამომცემლობა იუწყება, რომ აშშ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს, თუმცა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის მხიდან უკრაინაზე ზეწოლის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.
გამომცემლობის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიან კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან. შეხვედრის მიზანია, რომ დეესკალაცია მოხდეს.
ასევე, როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჯონსონი უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.
„დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციას და ჩვენ ყოველთვის ნატოს მოკავშირეები ვიქნებით. თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ევროპის ტრაგედია. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი მომავლის არჩევაში. მე ვუბრძანე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მოემზადონ მომავალ კვირას ევროპაში განლაგებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ ნატოს მოკავშირეებს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში“, - წერს „ბიბისი“ ბორის ჯონსონის სიტყვებს.
„სიენენის“ ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან, სადაც ჯარი ჰყავს განლაგებული, სისხლის მარაგიც მოათავსა.
თუმცა, გამომცებლობა იმისაც წერს, რომ უკრაინა უარყოფს, რომ რუსეთმა სისხლის მიწოდება ფრონტის ხაზზე გადაიტანა.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი ინფორმაციის მიზანია ჩვენს საზოგადოებაში პანიკისა და შიშის გავრცელება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.
როგორც „სიენენი“ წერს, „თეთრ სახლში“ აცხადებენ, რომ უკრაინა ამცირებს საფრთხეს პოტენციური რუსული თავდასხმისთვის.
„ჩვენ გვესმის, რა რთულ მდგომარეობაშია უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და ის ზეწოლა, რომელიც მასზეა“, - განაცხადა შაბათს „თეთრი სახლის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „მაგრამ ამავე დროს, ის ამცირებს შემოჭრის რისკს, ის ითხოვს ასობით მილიონი დოლარის იარაღს“.
ასევე „სიენენი“ იტყობინება, რომ დაძაბულობა მყარდება ზელენსკის და ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. უთანხმოების მიზეზია, როგორ უნდა მოხდეს აშშ-ს დაზვერვის შეფასებების ინტერპრეტაცია. თეთრი სახლის პრესმდივანის ჯენ ფსაკის, ინფომაციით, ომი გარდაუვალია.
გამომცემლობის ინფორმაციით, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, უკრაინელ კოლეგას, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ამ თვეში მეოთხედ ესაუბრა. მილიმ და ზალუჟნიმ გაცვალეს შეფასებები უკრაინის წინაშე არსებული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. მილიმ ასევე საუბრის დროს ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“, - ვკითხოლობთ „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
აშშ-ის სანქციებმა, რომლებიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს რუსულ ეკონომიკას, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკასაც“, - ვკითხულობთ „ნიუ-იურკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
გამომცემლობის ცნობით, ყველაზე დამსჯელი სანქციები, რომლითაც აშშ-ის ოფიციალური პირები დაემუქრნენ რუსეთს, შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ინფლაცია, საფონდო ბირჟის კრახი და ფინანსური პანიკის სხვა ფორმები. აშშ-ის ოფიციალური პირები პირობას დებენ, რომ გაატარებენ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, მათ შორის სანქციები შეეხევა მის უმსხვილეს ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რაც გარდაუვლად იმოქმედებს რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„ნიუ-იორკ თაიმისი“ ასევე ანალიტიკოსების კომენტარებს აქვეყნებს. ანალიტიკოსების თქმით, „სწრაფი და მკაცრი“ სანქციები აშშ-ს მხრიდან, საფრთხეს შეუქმნას გლობალური ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
ზოგიერთი ანალიტიკოსი კი თვლის, რომ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, სამაგიერო გადაუხადოს ევროპას და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს, ან ამერიკული და ევროპული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბერშეტევები განხორციელოს.
„ნიუ-იორკ თაიმისის“ ინცორმაციით, აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ბაიდენის ადმინისტრაცია არ გეგმავს რუსეთის ნავთობისა და გაზის უზარმაზარი ექსპორტის ინდუსტრიის მიზანში მიქცევას“, - ვკითხულობთ, გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
გერმანული გამომცემლობა „დოიჩე ველე“ მასალას ასეთი სათაურით იწყებს: „ნატო და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარს უჭერენ, მაგრამ არ გაგზავნიან ჯარს“
გამომცემლობა ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის სიტყვებს ციტირებს:
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. არსებობს განსხვავება ნატოს წევრობასა და ძლიერ და უაღრესად დაფასებულ პარტნიორს შორის, როგორიცაა უკრაინა. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“.
გამომცემლობის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - ვკითხულობთ გერმანული ცნობილი გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.