კენდელ ჯენერი მეგობრის ქორწილში გამომწვევი კაბით მივიდა

კენდელ ჯენერი მეგობრის ქორწილში გამომწვევი კაბით მივიდა

ამერიკელი სუპერმოდელი კენდელ ჯენერი მეგობრის ქორწილში გამომწვევად ჩაცმული მივიდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კიმ კარდაშიანის დამ Monôt-ის კაბა ლორენ პერეზის ქორწილში ჩაიცვა. ინტერნეტში 26 წლის მოდელი გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ჯენერმა და მისმა გამომწვევმა ჩაცმულობამ პატარძალი დაჩრდილა.

ამას ჯენერი და პერეზი გამოეხმაურნენ. ჯენერმა დაწერა, რომ ამ კაბის ჩაცმის ნებართვა პატარძლისგან მიიღო, თავად პერეზმა კი დაწერა, რომ მისი მეგობარი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.