Squid Game-ის რეჟისორის თქმით, უკვე მე-3 სეზონის გადაღებაზე ფიქრობენ

Squid Game-ის რეჟისორის თქმით, უკვე მე-3 სეზონის გადაღებაზე ფიქრობენ

პოპულარული სერიალი Squid Game კიდევ ორი სეზონით შეიძლება დაბრუნდეს. ამის შესახებ სერიალის რეჟისორმა ჰვან დონგ-ჰიუკმა KBS-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ Netflix-თან არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე სეზონის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ შოუს 142 მილიონმა ადამიანმა უყურა და რეკორდი დაამყარა, რადგან ეს პირველი სერიალია, რომელმაც 100 მილიონ ნახვას გადააჭარბა.

"ამ ეტაპზე Netflix-თან მე-2 და მე-3 სეზონების შესახებ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ", — ამბობს რეჟისორი.

ჯერ კიდევ ნოემბერში ჰვანგი ამბობდა, რომ Netflix-თან მხოლოდ მეორე სეზონის შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკება და შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს.

"მე-2 სეზონის ძირითადი სცენარი უკვე მოფიქრებული მაქვს, თუმცა ჯერ კიდევ მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის", — დასძინა რეჟისორმა. რაც შეეხება მესამე სეზონს, მას დეტალების შესახებ არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გი-ჰუნი დაბრუნდება და მსოფლიოსთვის რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებს.