ქანიე უესტმა კიმ კარდაშიანის მეზობლად $4.5 მილიონიანი სახლი იყიდა

ქანიე უესტმა კიმ კარდაშიანის მეზობლად $4.5 მილიონიანი სახლი იყიდა

მიუხედავად იმისა, რომ რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და დიზაინერი ქანიე უესტი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა რაც დაშორდნენ, მათ შესახებ საუბარი სოციალურ მედიაში არ წყდება.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ უკვე დიდი ხანია, რაც კომიკოს პიტ დევიდსონს ხვდება, ამერიკელმა რეპერმა მას შერიგება არაერთხელ სთხოვა.

ამჯერად ქანიე უესტი უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მორიგი მოულოდნელი ქმედებით მოექცა.

ვარსკვლავმა Hidden Hills-ში, კალიფორნიაში, კიმ კარდაშიანის ქუჩის მოპირდაპირედ სახლი იყიდა, რომლის ღირებულებაც 4.5 მილიონი დოლარია.

ტაბლოიდებთან დაახლოებული სანდო წყაროები აღნიშნავენ, რომ ქანიემ ეს ნაბიჯი მხოლოდ შვილებთან სიახლოვის გამო გადადგა, თუმცა უცხოური გამოცემების ნაწილი აღნიშნავს, რომ ვარსკვლავი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა ერთმანეთი პირველად 2003 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობა ოფიციალურად მხოლოდ 2012 წელს გაასაჯაროვეს.