„ადამიანი ობობას“ ახალი ნაწილი წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

„ადამიანი ობობას“ ახალი ნაწილი წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

„ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის“ 2021 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის შემოსავალმა გაქირავების მეორე კვირის უქმე დღეებში 81.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამგვარად, პრემიერიდან 12 დღეში ჩრდილოეთ ამერიკაში სურათის შემოსავალმა 467 მილიონი, მსოფლიოს მასშტაბით კი 587,1 მილიონი შეადგინა. ჯამში, სურათის გლობალურმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამგვარად, „ადამიანი ობობა“ პანდემიის პერიოდში ყველაზე შემოსავლიანი სურათიც გახდა.