2025 წელს, Coldplay, როგორც ჯგუფი, ახალი სიმღერების ჩაწერას შეწყვეტს, - ამის შესახებ სოლისტმა კრის მარტინმა განაცხადა.
„ჩვენი უკანასკნელი ჩანაწერი 2025 წელს გამოვა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მხოლოდ გასტროლები გვექნება. შესაძლოა, რაღაც კუთხით ვითანამშრომლოთ, თუმცა, Coldplay-ს კატალოგი დაიხურება“, - ამბობს ის.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, ზოგი იმედოვნებს, რომ დაშლიდან რამდენიმე წელიწადში, ჯგუფი კვლავ გაერთიანდება.