დავით მათიკაშვილი: შერიგება და შიმშილობის გაუგებარი აქცია, აბსოლუტურად ვერ ეთანხმება ერთმანეთს

დავით მათიკაშვილი: შერიგება და შიმშილობის გაუგებარი აქცია, აბსოლუტურად ვერ ეთანხმება ერთმანეთს

როგორ შეიძლება, ერთის მხრივ შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე იყოს საუბარი და მეორეს მხრივ ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების კვლავ გადადგმით ხდებოდეს საკუთარ საზოგადოებაზე ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტზე საუბრისას განაცხადა.

„შერიგება და მეორეს მხრივ შიმშილობის გაუგებარი აქცია, აბსოლუტურად ვერ ეთანხმება ერთმანეთს“,- დასძინა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.