ავიაკატასტროფის შემდეგ მადაგასკარელმა პოლიციის მინისტრმა ნაპირამდე 12 საათი იცურა

ავიაკატასტროფის შემდეგ მადაგასკარელმა პოლიციის მინისტრმა ნაპირამდე 12 საათი იცურა

მადაგასკარის პოლიციის მინისტრი სერჟ ჟელე, რომლის ვერტმფრენიც ოკეანეში ჩავარდა, 12 საათი მიცურავდა ნაპირამდე, სადაც ის მეთევზეებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 57 წლის მინისტრი და კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, 20 დეკემბრის საღამოს ჩამოვარდა. მინისტრის განცხადებით, მას სამაშველო ჟილეტი არ ჰქონდა და წყლის ზედაპირზე მხოლოდ პილოტის სავარძლის გამოყენებით ტივტივებდა.

რამდენიმე საათში ის ზღვაში გასულმა მეთევზეებმა გადაარჩინეს.