ინტერვიუს დროს, ჯორჯ კლუნს კადრში ჯულია რობერტსი „შეეჭრა“

ინტერვიუს დროს, ჯორჯ კლუნს კადრში ჯულია რობერტსი „შეეჭრა“

ამერიკელი მსახიობი გადაცემაში „Jimmy Kimmel Live!“ დისტანციურად ერთვებოდა, როცა მის კადრში ჯულია რობერტსი გამოჩნდა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

კლუნი გადაცემაში საუბრობდა ფილმზე The Tender Bar, რომლის რეჟისორიც თავადაა. გადაცემის სტუმრებს შორის იყო მისი პატარა კოლეგა, დენიელ რანიერიც, რომელიც ფილმში მონაწილეობს. მოულოდნელად, რამდენიმე წამით, ჯორჯ კლუნის კადრში გამოჩნდა ჯულია რობერტსი, მზის სათვალით. მან კადრი ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს.

„ღმერთო ჩემო, ჯორჯ, არ ვიცი, შენ იცი თუ არა, მაგრამ შენ გვერდით ქალი ზის“, - ამბობს წამყვანი. ამის პასუხად, კლუნმა მიმოიხედა და, თითქოს, მის გვერდით არავინ ყოფილა, ეს სიტყვები უკომენტაროდ დატოვა. ამასობაში, რობერტსი კადრიდან გავიდა.