ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა?“ დაასახელა

ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა?“ დაასახელა

ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა?“ (Quo Vadis, Aida?) დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ფილმი მოგვითხრობს თარჯიმან აიდაზე, რომელსაც 1995 წლის ბალკანური კონფლიქტის ფონზე საკუთარი ოჯახის გადარჩენას ცდილობს. პროექტზე ბოსნიის, ავსტრიის, რუმინეთის, ნიდერლანდების, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და თურქეთის სტუდიები მუშაობდნენ. „სად მიდიხარ, აიდა?“ ასევე წარდგენილია „ოსკარზე“, „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში.

ფილმის რეჟისორი იასმილა ჟბანიჩი წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი იასნა ჯურიჩიჩი საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს. საუკეთესო მსახიობი კაცი ენტონი ჰოპკინსი (ფილმი „მამა“) გახდა.