დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილის - გოგოს მშობლები გახდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
კერი ჯონსონმა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმშობიარა. მეორე ბავშვზე ორსულობის შესახებ მათ ინფორმაცია ზაფხულში გაავრცელეს.
ჯონსონების პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა.