კიმ კარდაშიანს Fashion Icon-ის საკულტო ჯილდო გადაეცა

კიმ კარდაშიანს Fashion Icon-ის საკულტო ჯილდო გადაეცა

კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, მოდისა და სილამაზის ბრენდების, მათ შორის KKW Beauty-ის, KKW Fragrance-ისა და SKIMS-ის დაფუძნებელი კიმ კარდაშიან ვესტი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

რეალითი შოუს ვარსკვლავს People’s Choice Awards-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში: Fashion Icon გადაეცა.

41 წლის ბიზნესვუმენი სცენაზე ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შერჩეული სამოსით გამოჩნდა,

კიმმა თანამშრომლობისთვის მადლობა მაღალი მოდის დიზაინერებს ოლივერ რუსტანს და რიკარდო ტიშის გადაუხადა, რომლებმაც მასთან მუშაობაზე უარი არასდროს განაცხადეს.

ვარსკვლავმა მადლობა ყოფილ მეუღლეს ქანიე უესტსაც გადაუხადა, რომელმაც მოდის სამყარო ყველაზე კარგად გააცნო.