მოდის გამოცემა Elle ცხოველის ტყავის გამოყენების პოპულარიზაციას წყვეტს

მოდის გამოცემა Elle ცხოველის ტყავის გამოყენების პოპულარიზაციას წყვეტს

Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

Elle-ის საერთაშორისო დირექტორის, ვალერია ბესოლო ლოპისის განცხადებით, ბეწვის ნაწარმი, განსაკუთრებით თაობა Z-ის წარმომადგენელთათვის, მოძველებულია და მოდიდან გადასული. მომხმარებელთა ეს კატეგორია კი მოდის ინდუსტრიისთვის ოქროს სამიზნეა. Gen Z-ს სურს, რომ მოდა ეთიკური და ინოვაციური გახდეს, ამასთან ერთად კი პასუხისმგებლობა აიღოს გარემოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ამ მიზნისკენ მიისწრაფვის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობაც.

ჟურნალის 45-მა გამოცემამ ხელი მოაწერა ქარტიას, რომელიც შედგენილია ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფის, Humane Society-ისა და ინდუსტრიის რეფორმის ჯგუფ Creatives4Change-ის მიერ.