საინტერესო ფაქტები დუა ლიპას შესახებ!

საინტერესო ფაქტები დუა ლიპას შესახებ!

დუა ლიპა ბრიტანელი მომღერალია, რომელმაც 2014 წელს ხელი Warner Bros–სთან მოაწერა. 2017 წელს მისი პირველი, სადებიუტო ალბომი გამოსცა. მალევე დუამ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. დღეს ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქალი შემსრულებელია, რომელმაც არაერთი სინგლი გამოუშვა და უამრავი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

გთავაზობთ ფაქტებს დუა ლიპას შესახებ, რომელიც შესაძლოა ყველაზე ერთგულმა ფანმაც არ იცოდეს:

დუა ლიპა მისი სასცენო ფსევდონიმი არ არის. დუა იხსნებს,რომ ბავშვობაში საკუთარი სახელი არ მოსწონდა, მაგრამ დღეს ამაყობს, რომ ძალიან განსხვავებული სახელი ჰქვია.

მუსიკალურ ინდუსტრიაში მოხვედრამდე დუა სამოდელი კარიერით იყო დაკავებული.

მისი სახელი ალბანურად სიყვარულს ნიშნავს.

ბავშვობაში სკოლაში მასწავლებლები მას ეუბნებოდნენ, რომ სიმღერა არ შეეძლო და მისი ხმა ზედმეტად დაბალი ტონალობისაა.

სინგლი Homesick დუამ Coldplay–ს სოლისტთან კრის მარტინთან ერთად დაწერა.

დუა Tupac–ის ფანია

დუას ოჯახი კოსოვოში ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალს, Prishtina’s Sunny Hill Festival–ს მართავს.

დუა და ემი უაინჰაუსი ერთი და იმავე სკოლაში Sylvia Young Theatre School–ში დადიოდნენ.