ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, გორში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"გორში, მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ოპოზიციური არხები მთელი აჟიტირებით აშუქებენ, ძაბავენ სიტუაციას, ელოდებიან დაპირისპირებას და უბედურებას, მაგრამ მთავარს არავინ არ ამბობს! მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში, (თარიღს კარგად დააკვირდით, ომიდან 1 თვეც არ გასულა) სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა.
ჰოდა, ბელადის ტელევიზიებო, სადაც აქციას გააშუქებთ, იქაც მოყევით როდის და ვინ გაყიდა ქართული მიწები, თქვე "ობიექტურებო""