მუსიკალურმა სტრიმინგ-სერვისებმა Apple Music და Spotify წლის შედეგები შეაჯამეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2021 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები მსოფლიოს მასშტაბით Bad Bunny, ტეილორ სვიფტი, BTS-ი, დუა ლიპა და ედ შირანი გახდნენ. ამასთან, ყველაზე ხშირად წელს Spotify-ზე ოლივია როდრიგოს ჰიტს Drivers License უსმენდნენ. Aplle Music-ის მომხმარებლებს შორის კი ყველაზე პოპულარული სიმღერა BTS-ის კომპოზიცია Dynamite გახდა.
ყველაზე პოპულარული სიმღერების სიაში ასევე მოხვდნენ: Lil Nas X-ის Montero (Call Me By Your Name), The Kid Laroy-ს Stay, ოლივია როდრიგოს Good 4U და დუა ლიპას Levitating.