52 წლის ინდოელმა ბიზნესმენმა თავისი ცოლისთვის თაჯ-მაჰალის ფორმის სახლი ააშენა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ბურანპურში სახლის აშენება 260 ათასი დოლარი დაჯდა. ანანდ პრაკაშ ჩუქსი აცხადებს, რომ ეს მისი ცოლისთვის, მანჯუშასთვის და ქალაქისთის საჩუქარია.
თაჯ-მაჰალი მე-17 საუკუნეში, ქალაქ აგრაში მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით მისი მეუღლისთვის, მუმთა მაჰალისთის აგებული მარმარილოს მავზოლეუმია, რომელსაც ყოველდღიურად 70 ათასი ადამიანი სტუმრობს.
ჩუქსის მიერ აგებული სახლიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივები მის წინ ფოტოებს იღებენ.
„მათ ამას არ ვუშლი, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში ერთმანეთთან ახლოს ვართ და ყველა ყველას იცნობს. ამიტომ ჩემი სახლი ყველასთვის ღიაა“, - ამბობს ბიზნესმენი და აცხადებს, რომ სახლი მხოლოდ მის ცოლს არ ეძღვნება.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ჩემთვის ეს სახლი სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ განსხვავებებსა და პოლიტიკურ ხმაურს სცდება“, - ამბობს ბიზნესმენი.