რიანამ თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
ბარბადოსის გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფისა და რესპუბლიკად წოდების აღსანიშნავ ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მია მოტელიმ ბრენდ The Fenty-ს 33 წლის დამფუძნებელს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ღონისძიებაზე რიანას Bottega Veneta-ს სტაფილოსფერი კაბა ეცვა და შავი სახის ნიღაბი ეკეთა. ცერემონია მომღერლის მშობლიურ ქალაქ, ბრიჯთაუნში გაიმართა.
„არაჩვეულებრივი ერისა და მეტად უფრო ამაყი ხალხის სახელით მინდა წარმოგიდგინოთ ბარბადოსის ეროვნული გმირი და ელჩი რობინ რიანა ფენტი“,- ასე წარადგინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა. „დაე გაგეგრძელებინოთ ბრილიანტივით ბრწყინვა და თქვენი სიტყვებით ქმედებებითა და ნებისმიერი წამოწყებით თქვენი ქვეყანა გესახელებინოთ“,- განაცხადა მოტელიმ.
ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდებას სულ 11 ადამიანი ატარებს, რიანა მხოლოდ მეორე ქალია, ვისაც ეს პატივი ერგო.
მომღერლისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გახდა. ეროვნული გმირის წოდების მიღებისა გარდა, აგვისტოში ის ოფიციალურად მილიარდერი გახდა. Forbes-ის მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე, მომღერალმა ცნობილ რეპერ ასაპ როკისთან სასიყვარულო ურთიერთობაც გაასაჯაროვა.