ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 23 ნოემბერს პარიზში გამართულ აუქციონზე 11.6 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ამ დროისთვის 13 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

როგორც ცნობილია, ხელნაწერი შეიცავს შენიშვნებს ფარდობითობის ზოგადი თეორიისთვის, რომლის შესახებაც ნაშრომი მეცნიერმა 1915 წელს გამოაქვეყნა. ის Aguttes-ის სააუქციონო სახლის სახელით გასაყიდად Christie’s-მა გამოიტანა. ამ უკანასკნელის განცხადებით, ეს აინშტაინის ყველაზე ძვირფასი ხელნაწერია, რომელიც ოდესმე აუქციონზე წარუდგენიათ. Christie’s-ის წარმომადგენლები მის გაყიდვას 2-3 მილიონ ევროდ იმედოვნებდნენ, თუმცა შემოთავაზებებმა მათ მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერის საწყისი ფასი 1.5 მილიონი ევროთი იყო განსაზღვრული, რაც დაახლოებით 1.7 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.