ახალ ზელანდიაში ორსული დეპუტატი კლინიკაში ველოსიპედით მივიდა და ერთ საათში იმშობიარა

ახალ ზელანდიაში ორსული დეპუტატი კლინიკაში ველოსიპედით მივიდა და ერთ საათში იმშობიარა

ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრი ჯული ენ გენტრი სამშობიაროდ ველოსიპედით მივიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ქალს მშობიარობა დაეწყო და კლინიკაში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა „მწვანეთა პარტიის“ წევრი ველოსიპედით გადაადგილდება და ტრანსპორტის საყვარელ საშუალებას არც ახლა უღალატა. კლინიკაში მისვლიდან ერთ საათში იმშობიარა.

„დიდი ამბავი გვაქვს. 3:04 საათზე ჩვენი ოჯახის ახალ წევრს შევეგებეთ. გულწრფელად ვიტყვი, სამშობიაროში ველოსიპედით მისვლას არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა“, - დაწერა მოგვიანებით გენტერმა Facebook-ზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გენტერი სამშობიაროში ველოსიპედით 2018 წელსაც მივიდა, როცა თავის პირველ შვილს აჩენდა.