სოციალურ მედიაში ალბათ ყოველდღიურად ათასგვარ ინფორმაციას კითხულობთ, თუმცა ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით უცხოური ტაბლოიდების უპირობო ლიდერია.
იტალიელმა ფრენბურთელმა, რომელმაც €700,000-ის სესხი აიღო მეგობარი გოგონასთვის საჩუქრების შესაძენად, ახლახანს აღმოაჩინა, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებოდა, არა ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო, არამედ მისი მეგობრის მეგობარი იყო.
Roberto Caazzaniga-მ ქალბატონი საერთო მეგობრების საშუალებით გაიცნო, სოციალურ მედიაში დაიმატა და მასთან კომუნიკაცია გააგრძელა.
15 წლის განმავლობაში წყვილი ერთმანეთს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა.
როგორც თავად რობერტო აცხადებს, მას წლების განმავლობაში ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.
საბოლოოდ კი 700,000 ევროს სესხი აიღო, რომელიც გოგონას თქმით მას გულის პრობლემებზე სამკურნალოდ სჭირდებოდა.