მედია: კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანი ოფიციალურად დადასტურდა

მედია: კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანი ოფიციალურად დადასტურდა

ჭორები Saturday Night Live (SNL) ვარსკვლავის, ამერიკელი მსახიობის პიტ დევიდსონისა და კიმ კარდაშიანის რომანის შესახებ ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ New York Post წყაროზე დაყრდნობით წერს.

პირველი ინფორმაცია, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა. ხელჩაკიდებული წყვილი, პაპარაცებმა სამხრეთ კაროლინას შტატში, გასართობ პარკში შენიშნეს. მსახიობმა კარდაშიანი ერთ-ერთ ცნობილ რესტორანშიც დაპატიჟა.

კიმ კარდაშიანი ქმარს 2021 წლის თებერვალში 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეპერი ცოლს ცნობილ მომღერალთან ღალატობდა, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ დასახელებულა.